გაერო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, ივანიშვილის პარტიისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს
ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, ივანიშვილის პარტიისგან ახსნა განმარტებებს გაერო ითხოვს - დღეს ჟენევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს, თქვეს რომ გაერო შეშფოთებულია ამბებით, რომელიც თბილისიდან ისმის და რაც საპროტესტო აქციებზე მოხდა.
წელიწად-ნახევარში მხოლოდ ხუთი დაკავებული პოლიციელი - ეს საკმარისი არ არის. ამიტომ დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდეს ჩაატარონ ეფექტური გამოძიება და პასუხისგებაში მიეცეს ყველა, ვინც უდანაშაულო დემონსრტანტებს ურტყავდა და სცემდა. მთავარ რეკომენდაციებს შორის არის უკანონო დაპატიმრებებისა და ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენების შესახებ საქმეების გამოძიება. ოდირი მიიჩნევს, რომ კანონები, რომლითაც ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიებისთვის საქმიანობის სივრცე იზღუდება - რეპრესიულია.
ოდირის მოთხოვნა ყველა რეპრესიულად შეფასებული კანონის გადახედვა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციებს და თავისუფალ მედიას თავისუფლად მუშაობის უფლება ექნებათ - არაფერი გამოვა, თუ სასამართლოშიი პროცესები სამართლიანად არ წარიმართება. ამიტომ საჭიროა, სამართლიანი პროცესის დამზღვევი მექანიზმებისა და სასამართლო გადახედვის შესაძლებლობის არსებობა.
"ქართულ ოცნებას" "ჰიუმან რაით ვოჩის" წარმომადგენლებიც ეუბნებიან, რომ ქვეყანაში მათი პოლ;იტიკიუს გამო ადამიანის უფლებები კრიზისშია. გაუქმდეს რეპრესიული კანონები, დასრულდესს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები, გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული პირები. სამი ძირითადი მოთხოვნის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 62-ე სესიის ფარგლებში ისაუბრა.
სესიას ესწრებოდა საქართველოს წარმომადგენელიც. მას მძიმე ბრალდებების შესახებ პასუხი არ გაუცია, მაგრამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და პარტნიორებისგან მხარდაჭერა მოითხოვა
კიდევ რაზეა საუბარი ანგარიშში, ნახეთ რეპორტაჟში.