დიდი ბრიტანეთი ითხოვს, გაიზარდოს ზეწოლა მზია ამაღლობელის გასათავისუფლებლად
დიდი ბრიტანეთი ითხოვს, გაიზარდოს ზეწოლა მზია ამაღლობელის გასათავისუფლებლად და “მისთვის პოლიტიკური მოტივებით წაყენებული ბრალის მოსახსნელად.“
ამასთან, ბრიტანელი პარლამენტარები მოუწოდებენ საკუთარ მთავრობას, რომ განიხილოს სანქციების დაწესების საკითხი.
როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ბრენდან ო'ჰარამ განაცხადა, საჭიროა ბრიტანეთის მხრიდან მიზანმიმართული სანქციების დაწესება საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.
დღევანდელი მოსმენა იყო საკვანძო მნიშვნელობის. ბევრი ჭორი გვესმის საქართველოდან. შესაბამისად, პირველი პირისგან, რამდენად დამძიმდა მდგომარეობა, და თან რამდენად სწრაფად დამძიმდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანეთს, როგორც საქართველოს მტავარ ინვესტორს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. მას, როგორც მთავარ ინვესტორს, აქვს ბერკეტები, მან უნდა გამოიყენოს ეს ბერკეტი. დემოკრატია საქართველოში დღიდან დღემდე იკუმშება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ საქართველოსთვის ევროპული დემოკრატიისთვისაც, რომ ეს მახინჯი ავტორიტარიზმი რასაც ვუყურებთ და რომელიც მოსკოვიდან იმართება, წარმოუდგენლად საშიშია. ჩვენ გვაქს ჯერ კიდევ ღია შესაძლებლობა მოქმედებისთვის. მე ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, მოვახდენ მაქსიმალურ ზეწოლას რომ დავარწმუნო კოლეგები პარლამენტში, ყველაფერი გააკეთონ ბრიტანეთის მთავრობის დასარწმუნებლად, რომ იზრუნონ, ბრიტანეთი არ შეეგუოს ამ სახიფათო ვითარებას, დემოკრატიის უკუსვლას, რასაც საქართველოში ვხედავთ. ვფიქრობ, მიზანმიამრთული სანქციების დაწესება არის ის, რაც უნდა განიხილოს ბრიტანეთის მთავრობამ. საინტერესო ფაქტია, რომ არსებობს ასეთი კონსენსუსი, საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებს შორის, რომ საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ მგრძნობიარეა საერთაშორისო ზეწოლის მიმართ, ისინი ჯერ კიდევ უსმენენ საერთაშორისო საზოგადოებას, და ერთ-ერთი ხმა ამ საზოგადოებაში, რომელსაც ისინი უსმენენ, დიდი ბრიტანეთია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ევროპაში დემოკრატიის დაცვას, ჩვენი ვალია, სწრაფად მივხედოთ მიზანმიმართული სანქციებსი დაწესების საკითხს, - განაცხადა ბრენდან ო'ჰარამ.
2 ივლისს, ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტში, მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა პარტიის საპარლამენტო ჯგუფმა (APPG on Media Freedom) გამართა შეხვედრა თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში და მზია ამაღლობელის საქმე“. შეხვედრას ესწრებოდნენ ბრიტანელი პარლამენტარები, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მათ ირმა დიმიტრაძისგან, ნეტგაზეთისა და ბათუმელების ჟურნალისტისა და კომუნიკაციების მენეჯერისგან მოისმინეს ინფორმაცია მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის მდგომარეობაზე საქართველოში. ასევე, კილან გალაჰერისგან (ადამიანის უფლებათა ადვოკატი და მზია ამაღლობელის საერთაშორისო დამცველი) და ფიონა ო'ბრაიენისგან (ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) რეგიონალური დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში).