ხოშტარიას ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - სრულად ვართ დამოკიდებული, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს “ქართული ოცნების“ მონარქი

03.07.26 00:05
ხოშტარიას ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - სრულად ვართ დამოკიდებული, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს “ქართული ოცნების“ მონარქი

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული, უფრო სწორედ სასამართლო სრულად დამოკიდებულია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ “ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, - ამის შესახებ ელენე ხოშტარია ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეზე რამდენიმე სცენარის განხილვაა შესაძლებელი, თუმცა, ყველა მათგანი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ “როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ყველაზე მდიდარი ადამიანი, “ქართული ოცნების“ მონარქი და გადაწყვეტს იმ დღეს რა არის მისთვის ხელსაყრელი.

ელენეს საქმეში, ვსაუბრობ საბოტაჟის საქმეზე, ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული, უფრო სწორედ სასამართლო სრულად დამოკიდებულია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ “ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, ის ადამიანები, ვისაც უზურპირებული აქვთ ხელისუფლება, თუმცა, რამდენიმე სცენარი შეიძლება განვიხილოთ, პირველი, რაც თავდაპირველი მიზანი ჰქონდა ამ საქმეს, ეს იყო ამ ადამიანების დასჯა და განუსაზღვრელი ვადით მათი ციხესი გამოკეტვა. ეს არ არის აუცილებელი საბოტაჟის საქმე ყოფილიყო, შეიძლება ნარკოტიკი ჩაედოთ, ან სხვა ნებისმიერი ტიპის ბრალი, რომელსაც წაუყენებდნენ, ამ სტანდარტით, ყველა ადამიანი, ვინც რუსი ოლიგარქის და გენერალ კოორინატორების დანახვისას პირჯვარს არ ვიწერთ, შეიძლება დამნაშავეებად განგვიხილონ და დაგვაკავონ, ამიტომ, ეს მათ სინდისზეა, თუ ნარჩენები მაინც აქვთ შემორჩენილი. ნებისმიერი ადამიანის ასე პასუხისგებაში მიცემა შესაძლებელია. ელენეს ბედიც, ამ განაჩენის თვალსაზრისით მათზეა დამოკიდებული. მეორე ვარიანტი არის ის, რომ თუ რეჟიმი გადაწყვეტს, რომ პოლიპატიმრებზე შურისძიება ზედმეტად სასტიკია და ეს მათ არ აძლევს ხელს, შესაძლოა მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება, უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების მიზნით და ეს ხელს შეუწყოსბ რეჟიმს, რომ თქვას, რომ სამართლიანი სასამართლოა, რადგან ბრალი არ გაიზიარა და გადააკვალიფიცირა მუხლი. საბოლოო ჯამში, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ყველაზე მდიდარი ადამიანი, “ქართული ოცნების“ მონარქი და გადაწყვეტს იმ დღეს რა არის მისთვის ხელსაყრელი, - განაცხადა თუთბერიძემ.

მსგავსი სიახლეები