შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი იზოლატორში მივიდა - მერაბ მალანია შვილის ბრალის წარდგენას ესწრება
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე წინასწარი მოთავსების იზოლატორში მივიდა. მერაბ მალანია დაკავებული არასრულწლოვანი შვილის ბრალის წარდგენას თავად ესწრება.
მალანია ადვოკატ ლაშა ცუცქირიძესთან ერთად არასრულწლოვან ბრალდებულთან, კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით შევიდა.
მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თქვა მხოლოდ ის, რომ მას შემდეგ, რაც მის შვილს ბრალს ოფიციალურად გააცნობენ, ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრებს.
გიორგი მალანია დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით არის დაკავებული, მაგრაამ გიგა ავალიანის ოჯახი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მოკლული მასწავლებლსი დედა, ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მალანია დანაშაულის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
- გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაბათის ეთერი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შვილის ავალიანის მკვლელობის საქმეში სავარაუდოდ მონაწილეობაზე 2026 წლის თებერვალში ყვებოდა, მაშინ პირველად გასაჯაროვდა მალანიას ტელეფონის ანძების ამონაწერი, რომელიც ადასტურებდა მალანიას ყოფნას კონკრეტულ ადგილებზე. მალანიას დაკავებას წინ უძღოდა ეკა კუპატაძის პროტესტი ივანიშვილის სახლთან, და ეკა ხვედელიძის პასუხი.