თუ საქმე აღძრეს ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, ეს ხალხი მეორე დღეს ცოცხებით ხელში რატომ გამოვიდა? - ნიკოლაშვილი მდინარაძეს

03.07.26 11:56
თუ საქმე აღძრეს ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, ეს ხალხი მეორე დღეს ცოცხებით ხელში რატომ გამოვიდა? - ნიკოლაშვილი მდინარაძეს

გურიისკენ მიმავალ გზებზე ჩინეთის მოქალაქეები ცოცხებით ხელში გამოჩდნენ - მამუკა მდინარაძის ბრიფინგის შემდეგ, სადაც მან საზოგადოებას აცნობა რომ ჩინური კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაწყება, როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თათია ნიკოლაშვილი ამბობს, გურიის გზებს ახალი ორმოები დაემატა.

რავიცი ბატონო მამუკა, თუ საქმე აღძრეს, თქვენი ბრიფინგის მეორე დღეს ეს ხალხი გამოვიდა და ახალი ხუთი უზარმაზარი ორმო გააკეთეს ამ გზებზე - ამბობს ნიკოლაშვილი. 

მეორე თვეა მიმდინარეობს გურიისკენ მომავალი ყველა ცენტრალური გზის გადათხრა, დამგები არავინ ჩანს. მამუკა მდინარაძემ განაცხადა მის ბრიფინგზე, რომ თურმე საქმე არის აღძრული ამ ჩინური კომპანიის წინააღმდეგ იმის გამო, რომ სხვაგან არ გაუკეთებიან შესაბამისად გზები და მათ შორის გურიის და ოზურგეთის გზებზე ისინი არაკეთილსინდისიერად მუშაობენო - ეს არის მდინარაძის სიტყვები. რავიცი ბატონო მამუკა, თუ საქმე აღძრეს, თქვენი ბრიფინგის მეორე დღეს ეს ხალხი გამოვიდა და ახალი ხუთი უზარმაზარი ორმო გააკეთეს ამ გზებზე. ან ვინ დააჯარიმეთ, ან ვინ არის პასუხისგებაში ან ეს მილიონები სად მიდის, ხალხის ჯიბიდან რომ არის ამოღებული?"- ამბობს თათია ნიკოლაშვილი.