შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - პირველი კომენტარი
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ზაჰესის იზოლატორიდან გამოსულმა მერაბ მალანიამ მედიასთან დღეს დუმილი პირველად დაარღვია.
"ბევრი ტალახი მესროლეს" - ეს იყო პირველი, რაც დღეს მედიას შსს-ს ყოფილი მინისტრის ყოფილმა მოადგილემ უთხრა.
გიორგი მალანიას მამა აცხადებს, რომ არც თავდაპირველ შეუტყობინებლობის მუხლს ეთანხმებოდა და არც ახალ ბრალს, (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) რაც ცოტა ხნის წინ პროკურატურამ დაკავებულ არასრულწლოვანს წარუდგინა.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის მტკიცებით, მის შვილს მკვლელობაში მსჯავრდებული ალექსადნრე გაბაშვილი თვალითაც არ უნახავს და არც სადმე გაჰყოლია.
ჩემი შვილი ისე გაიზარდა, ვიცოდი სულ სად იყო, მასწავლებელთანაც კი მე მიმყავდა, მერე ისე აღმოჩნდა თურმე რომ მეც ვიღებდი საქმის დაგეგმვაში მონაწილეობას - უთხრა დღეს მერაბ მელანიამ მედიას.
ქედან გამომდინარე ვიყავი ჩუმად. ბევრი ტალახი მესროლეს ამ პერიოდში, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს როგორც ყოფილ პოლიციელს.
ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რაც გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს თავდასხმაში ხელშეწყობას. არ ვეთანხმებოდი არც პირველს და არც ამას ვეთანხმები, ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას საქართველოში და თუ საჭირო გახდება ქვეყნის გარეთაც.
ურეკავდა ადამიანი, რომელსაც საერთოდ თვალით არ უნახია. ურეკავდა (ალექსადნრე გაბაშვილი) და ეუბნებოდა, რომ უნდოდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება. არანაირ თავდასხმაზე არ იყო საუბარი, იცოდა, რომ მის შეყვარებულს, ანუ, ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს, გიორგის, ერთად არიან გაზრდილი ეს ბავშვები, არასათანადოდ ექცევა ჩემი ინფორმაციითო და მინდა დაველაპარაკოო და წამომყევიო. უცხო ადამიანთან ვინ რეკავს ხო? წამოდი თავი გავუტეხოთ ვინმესო. ეს იყო მაგათ შორის კომუნიკაცია. არ გაყვა ჩემი შვილი იმიტომ, რომ ჩემი შვილი არ არის ასე გაზრდილი. ბევრმა თქვა, რომ ხან ფაშისტური დაჯგუფების წვერი იყო, ხან ქუჩის ბანდის წევრიო.
ჩემი შვილი ისე გაიზარდა, რომ ყოველ წუთას ვიცოდი სად არის. მე მიმყავდა სკოლაში და მე მომყავდა, მასწავლებელთანაც და ისე აღმოჩნდა, რომ დაგეგმვაში ვიღებდი მონაწილეობას რადგან, პირველში ღამე ბავშვი მივიყვანე გაკვეთილზე და გაკვეთილიდან წამოვიყვანე. ეს არის ჩემი დანაშაული. რეზონანსული საქმეა, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და არც შეთქმულების თეორიებზე დავიწყებ საუბარს, მაგრამ ეს არის უსამართლობა რაც ხდება", - განაცხადა მერაბ მალანიამ.
გიორგი მალანია სამართალდამცველებმა პირველ ივლისს გურიის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავა.
ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე გიორგი მალანიას დაკავებას თვეებია ითხოვდა.
გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში, ხუთი პირია მსჯავრდადებული. ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
რა მოხდა 2025 წლის პირველ ოქტომბერს?
- საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
- რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
- სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.