მოკლული მასწავლებლის დედა გიორგი მალანიასთვის ბრალის დამძიმებას ეხმაურება
მოკლული მასწავლებლის დედა დაკავებული გიორგი მალანიასთვის ბრალის დამძიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება - ეკა კუპატაძე წერს, რომ პროკურატურამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო
საქმეში არსებულ უხვ, მყარ, პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გიორგი მერაბის-ძე მალანიას დაუმძიმა ბრალი.
ამჟამად,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტი (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა ბრალად.
რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".- წერს ეკა კუპატაძე.
გიორგი მალანიას ბრალი დაუმძმეს - შსსს- ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გიგა ავალიანის მკვლელობსის აქმეზე გამოძება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.