ყველაფერი ფასების კომისიის მუშაობის გამართლებისთვის კეთდება- ეკონომისტები საქსტატს მონაცემებს არ ენდობიან
ეკონომისტები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ინფორმაციის გაყალბებაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი ამბობენ, ის, რომ თითქოს, რომელიღაც პროდუქტზე ფასებმა 0.1 პროცენტით დაიკლო, ფასების კომისიის მუშაობის გამართლებისთვის კეთდება.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქსტატის ციფრები მანიპულირებადია იმის მიხედვით, რა პოლიტიკური დაკვეთა აქვს მთავრობისგან.
მთელი 0.1 პროცენტით, რომ რომელიღაც კატეგორიის სურსათზე დაიკლო ფასებმა და თან ეს ამ ფასების კომისიის მუშაობის გამართლებისთვის კეთდება, ამას ყველა ხვდება. მითუმეტეს, საქართველოში მე-19 საუკუნის მეთოდებით ხდება ფასების აღწერა, დადიან საწერი კალმით და სპეციალურად აღწერენ ხოლმე ფასებს. ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარება შეუძლიათ, რადგან ვერასდროს ამას ვერ გადაამოწმებ, მაგრამ ხანდახან ისეთი სისულელე მოსდით, ალბათ, შემდეგში თავში ხელებს ირტყამენ. მანიპულირებადია იმის მიხედვით, რა პოლიტიკური დაკვეთა აქვს მთავრობისგან. საქსტატის მიერი ინფორმაციის გაყალბება დანაშაულია, - ამბობს გოცირიძე.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა.
- საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ივნისის მონაცემებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.
- ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქსტატი