"პირველებმა" იმ პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დადიანის ქუჩაზე ქვეითი იმსხვეპლა

03.07.26 18:00
"პირველებმა" იმ პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დადიანის ქუჩაზე ქვეითი იმსხვეპლა

 

 

"პირველებმა" იმ პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დადიანის ქუჩაზე ქვეითი იმსხვეპლა. 50 წლამდე ქალი, რომელიც ავტოობილს მარტავდა, რუსეთის მოქალაქე ოლგა სვიატკინაა. ის საქართველოში მეუღლესთან ერთად უკვე მეორე წელია ცხოვრობს.

საგამოზიებო უწყების ცნობით, ქალს ავტომობილი ტროტუარზე ჰყავდა გაჩერებული და როდესაც დაძრა გადაწყვიტა, სწრაფი მანევრი გააკეთა და 65 წლამდე ქალს დაეჯახა. პენსიონერი ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, რომ შემთხვევის ადგილზე მძიმე სურათი იყო. მათი თქმით, ქალი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა დახმარებას რამდენიმე წუთის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ის, რომ საზარელი ავარიის საქმეზე სწორედ რუსეთის მოქალაქეა დაკავებული, ამას "პირველებს" უდასტურებს მისი ადვოკატიც. მისი მტკიცებით, ბრალდებული პენსიონერს განზრახ არ დაჯახებია და არც ადგილიდან მიმალულა. "ეს იყო ტექნიკური შეცდომა... ხანდახან ხდება ხოლმე" - ამბობს უფლებადამცველი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტნე დადიანის ქუჩაზე 21 ივნისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები