სახიფათო ტენდენცია - თაზო დათუნაშვილი მიხეილ ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე

04.07.26 11:33
სახიფათო ტენდენცია - თაზო დათუნაშვილი მიხეილ ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე

"ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი სახიფათო ტენდენციად აფასებს მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლას ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე იმ ფონზე, როცა მისი თქმით, ივანშვილის გუნდი არცერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე არ ყოფილა ბრიუსელსა და აშშ-ში.

დათუნაშვილის თქმით, "ოცნების" წევრების ვიზიტები შუა აზიის ქვეყნებსა და თეირანში არის "საქართველოს გადანაცვლება იმ ქვეყანათა ჯგუფში, რომელიც ავტოკრატიებს, ტირანიებს და ტოტალუტარულ რეჟიმებს აერთიანებს".

როდესაც ვაშინგტონში და ბრიუსელში ამბობენ, რომ საქართველოს ტრაექტორია შეიცვალა, თბილისში "ოცნებაში" კი საუბრობენ, რომ მულტივექტორულ სვლაზე ვართ გადასული,  მულტივექტორულზე ვერაფერზე ვერ ვართ, იმიტომ, რომ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები არცერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე არ ყოფილა, არც ბრიუსუელში, არც აშშ-ში, მაგრამ აქტიურად დადიან შუა აზიის ქვეყნებში და ხშირად დადიან სატირალში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ეს სახიფათო ტენდენციაა, ეს არის თავიდან ბოლომდე საქართველოს გადანაცვლება იმ ქვეყანათა ჯგუფში, რომელიც ავტოკრატიებს, ტირანიებს და ტოტალუტარულ რეჟიმებს აერთიანებს მთელ მსოფლიოში", - ამბობს თაზო დათუნაშვილი. 

გუშინ დასავლეთის მიერ სანქცირებული და იზოლირებული ლიდერების გვერდით მიხეილ ყაველაშვილი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე გამოჩნდა. 

ცერემონიაზე, ყაველაშვილის გარდა, იმყოფებოდნენ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, ჩინეთის დელეგაცია და ირანის რეჟიმის წარმომადგენლები.

 

მსგავსი სიახლეები