"ჩვენი შვილები და საქართველო უნდა იყოს თავისუფალი" - პატიმრების მშობლები წალენჯიხაში იმყოფებიან
პროევროპული აქციების დროს დაკავებული პატიმრების მშობლები სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ - პატიმრების ოჯახის წევრები ამჯერად წალენჯიხაში იმყოფებიან და მოსახლეობას გაზეთებს ურიგებენ.
მშობლებსი თქმით, ამ გაზეთებით ხალხს შეეძლება რეალური მიზეზების გაგება, თუ რის გამო დააკავა "ოცნებამ" აქციაზე მდგომი მათი შვილები.
პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ამ გზით, ისინი პროპაგანდას ებრძვიაან და ცდილობენ იბრძოლონ მათი შვილების თავისუფლებისთვის.
"თითოეულ ადამიანთან მივდივართ და ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ ცოცხალი ადამიანები, ჩვენ გვტკივა, ჩვენს შვილებს გვტკივა და ისინი გვითანაგრძნობენ. სხვანაირად არ გამოვა. ბრძლა უნდა იყოს ერთიანობისთვის, ბრძოლა უნდა იყოს გამარჯვებამდე. ჩვენი შვილები და საქართველო უნდა იყოს თავისუფალი", - ამბობს გიორგი ჩიკვაიძს დედა, ეკა წერეთელი.