სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კახა კალაძის შეურაცხყოფისა და "უმისამართო უცენზურო გამონათქვამებისთვის" მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
გამოძიების თანახმად, საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარს ეხებოდა, რომლითაც, გამოძიების ინფორმაციით, მან შეურაცხყოფა მიაყენა თბილისის მერს.
ასევე, 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მამუკა ქინქლაძეს - გამოძიება მას ედავება, რომ სოციალურ ქსელში უმისამართოდ იყენებდა შეურაცხმყოფელ და უცენზურო გამონათქვამებს. გადაწყვეტილება ამჯერად თელავის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა.
ორივე საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ წარადგინა.
ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.