სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ვაშლიჯვარში ორი პირი დაჭრეს

05.07.26 09:06
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ვაშლიჯვარში ორი პირი დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ვაშლიჯვარში ორი პირი დაჭრეს. ადგილoბრივებმა სროლისა და დაპირისპირების ხმა გვიან ღამით გაიგეს. როგორც "პირველებმა" გაარკვია, დაშავებულების კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაკავებულის შესახებ ამ ეპატზე ინფორმაცია არ ვრცელდება. 

დაპირისპირების კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები