თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში, სასაფლაოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში, სასაფლაოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ამ ეტაპზე მხრჩოლავი კერების დამუშავებას აგრძელებენ.
ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს, სასაფლაოს ტერიტორიაზე, დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ერთ-ერთ ვერსიად მოქალაქეების დაუდევრობა, მათ შორის სიგარეტის ნამწვის გადაგდება, განიხილება.
აალებაც მალეც განვითარდა, ქარიც ხელს უწყობდა. ცოტა გაჭირდა (ჩაქრობა), იმიტომ, რომ მიუდგომელი ადგილია ძალიან. კი დროულად მოვიდნენ სახანძრო და სამაშველო, ზოგი სასაფლაოებიდან შემოვიდა, ზოგი აქედან და მაინც მოხერხდა ლოკალიზება. 50 ადამიანი მოხალისეები ვიყავით, რომლებიც ვაქრობდით შიშველი ხელებით. იქითაც სახლეებია, ერთ სახლთან ახლოს იყოს ძალიან. დიდი საფრთხე იყო, რომ მოსახლეობაში შემოსულიყო. სახანძრომ დაასველა მერე, რომ აქეთ აღარ ჩამოსულიყო, - ამბობს ადგილობრივი.