ოთხი თვე ზარებისა და წერილების გარეშე - დამოუკიდებელი მედია ელისო კილაძის უფლებების დაცვას ითხოვს
ჟურნალისტები დაკავებული კოლეგის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელმძღვანელები პროკურატურასა და სახალხო დამცველს მოუწოდებენ, დაიცვან „ქრონიკა პლიუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის უფლებები.
მათი მოთხოვნა ორ ძირითად საკითხს ეხება: სასამართლო პროცესების გახსნასა და პატიმრისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას. განცხადების ავტორების ინფორმაციით, უკვე ოთხი თვეა ელისო კილაძეს არ ეძლევა დარეკვის, წერილების გაგზავნისა და მიღების, ასევე ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა.
პროკურატურა სასამართლო პროცესების დახურვას მოწმეების უსაფრთხოებით ხსნის. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ბრალდებას საქმის საჯარო განხილვის ეშინია, რადგან საქმეში დანაშაულის დამადასტურებელი რეალური მტკიცებულებები არ არსებობს.
საქმე თაღლითურ ქოლცენტრებს ეხება. ელისო კილაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.