სროლა საცხოვრებელ კორპუსთან და ორი დაჭრილი - რა მოხდა ვაშლიჯვარში

05.07.26 20:20
სროლა საცხოვრებელ კორპუსთან და ორი დაჭრილი - რა მოხდა ვაშლიჯვარში

ვაშლიჯვარში საცხოვრებელ კორპუსთან სროლა მოხდა. 41 წლის ვალერი ჯოხაძემ, გამოძიების ვერსიით, მეზობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ორი ადამიანი დაჭრა.

შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს პანიკა ადგილზე — ისმის ქალების ყვირილი, თვითმხილველები კი შეიარაღებული მამაკაცის შეჩერებას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტი სკვერში შეკრებილი ახალგაზრდების ხმაურს მოჰყვა. ბრალდებული თავდაპირველად მათთან გასარკვევად ჩავიდა, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ კი სახლში დაბრუნდა, იარაღი აიღო და მეზობლებს ფეხების არეში ესროლა.

34 და 35 წლის დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში არიან. ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება, სხვა გარემოებებთან ერთად, იარაღის წარმომავლობასაც ადგენს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.