თავისუფლება ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის და ციხეშია - საპროტესტო გზავნილი Tbilisi Open Air-ის სცენიდან

06.07.26 10:22
თავისუფლება ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის და ციხეშია - საპროტესტო გზავნილი Tbilisi Open Air-ის სცენიდან

„თავისუფლება ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის და ციხეშია“, - ამ სიტყვებით მიმართა "თბილისი ოფენ ეარის" მთავარ სცენაზე შეკრებილებს მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ, იგივე კორძიმ.

მის გამოსვლას აუდიტორიის ოვაციები მოჰყვა, რის შემდეგაც ფესტივალზე შეკრებილებმა საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა „ოლე ოლა“ ერთად შეასრულეს.

მანამდე აქციებზე დაკავებულების სოლიდარობა ჯგუფ „არას“ სოლისტმა ზურა ჯავახიამაც გამოხატა.

მსგავსი სიახლეები