სამხედრო რეპორტიორი Facebook-ზე დაწერილი სტატუსისა და ტელევიზიაში დაფიქსირებული აზრის გამო დააჯარიმეს

06.07.26 13:26
სამხედრო რეპორტიორი Facebook-ზე დაწერილი სტატუსისა და ტელევიზიაში დაფიქსირებული აზრის გამო დააჯარიმეს

მწერალი და სამხედრო რეპორტიორი, ბექა ქურხული მოსამართლე ნინო ენუქიძემ 3000 ლარით დააჯარიმა. 

რეპორტიორის თქმით, სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტართან ერთად, მას სატელევიზიო ეთერში დაფიქსირებული მოსაზრების გამოც ედავებიან. 

ქურხულის თქმით, მან TV პირველის ეთერში რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა, რა პრობლემები ექმნებოდათ საზღვარზე უკრაინიდან დაბრუნების დროს და გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი, რაც მას შეურაცხყოფად ჩაუთვალეს. 

რაც შეეხება Facebook სტატუსს, ქურხულის თქმით, მისი გაღიზიანება გამოიწვია ფაქტმა, რომლის მიხედვითაც "ოცნების" წარმომადგენლები პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ, უკრაინაში მებრძოლ ქართველებს კი ასცინოდნენ. 

როცა შეურაცხყოფას აყენებენ და აგდებით იხსენიებენ ქალბატონ ელენე ხოშტარიას, პოლიტიკურ პატიმრებს, დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს, მერე მაქვს შესაბამისი რეაქცია. 

ასევე ნინო არაზაშვილთან ვიყავი სტუმრად გადაცემაში, უკრაინიდან ახალი ჩამოსული გახლდით, ვთქვი უმტკივნეულო რამ - როდესაც საზღვარზე შემოვდივართ, ყოველთვის გვაფერხებენ. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა შენ შეურაცხყოფას აყენებ პოლიტპატიმრებს - ჩემი ღღმა რწმენით, ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია, როცა ბიჭებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, "ქართველ რემბოებად" მოიხსენიებ, იმ ბიჭევბს, რომელიც ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, იმ რუსეთის, რომელიც აგერ, 25 კილომეტრში ტანკებით გიდგას, ბუნებრივია, გაქვს რეაქცია"- თქვა ქურხულმა.