ენმ-ს მართვის სადავეები შესაძლოა ახლად-ფორმირებულმა სტრუქტურამ გადაიბაროს

06.07.26 19:05
ენმ-ს მართვის სადავეები შესაძლოა ახლად-ფორმირებულმა სტრუქტურამ გადაიბაროს

"ნაციონალურ მოძრაობაში" მართვის სადავეები შესაძლოა ახალი თავმჯდომარის ნაცვლად, ახლად-ფორმირებულმა სტრუქტურამ გადაიბაროს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საუბარი მიმდინარეობს განსხვავებულ ფორმატზე. მისი თქმით, ეს იდეა, გაცილებით უფრო ეფექტური და საქმეზე ორიენტირებული იქნება, რადგან იქენბა ჯგუზე და არა ერთ, ან ორ ადამიანზე დამოკიდებული. 

ჩემი კანდიდატურა ვერ მოიხსნებოდა ფიზიკურად იმიტომ, რომ არსად დაყენებული არ იყო. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია წარდგენა, მაგრამ ფორმალობა სხვა არის, სხვა დეტალებისგან შედგება, აქ საუბარია სხვა ფორმატზე, რომელიც ძალიან მნშვნელოვანია სწორედ რეფორმების ნაწილში, აქ საუბარია თავად მიხეილ სააკაშვილი რა სტატუსით იქნება და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორია, მან გააკეთოს ამ ახალი ინიციატივის წარდგენა, ამიტომ დაველოდები მის წარდგენას და შემდეგ უფრო ბევრი დეტალი გახდება ცნობილი. ჩემი აზრით, ეს იდეა, ეს სიახლე გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, საქმეზე ორიენტირებული და მეტად რეფორმებზე ორიენტირებული იმიტომ, რომ არ იქნება მხოლოდ ერთ და ორ ადამიანზე დამოკიდებული, იქნება ჯგუფზე დამოკიდებული და ამ ჯგუფს ეყოლება ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც უკონკურენტოა რეფორმების ნაწილში," - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

მსგავსი სიახლეები