მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი სამარღანიშვილი დაინიშნა

08.07.26 16:17
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი სამარღანიშვილი დაინიშნა

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი სამარღანიშვილი დაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი "ყველაფერი პოლიციის შესახებ" ავრცელებს.

სამარღანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე არჩილ მახარაძე  ჩაანაცვლა. შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი არ წერს, თუ რა ბედი ეწია მახარაძეს.

გიორგი სამარღანიშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 

 

მსგავსი სიახლეები