ბიზნეს-დავები "ქურდული წესებით" - "პირველებმა" დაკავებული ქალის ვინაობა დაადგინა
ბიზნეს-დავები "ქურდული წესებით" - "პირველების" ინფორმაცით, 29 დაკავებულიდან ერთადერთი ქალის ვინაობა დაადგინა. ის 35 წლამდე ლალო გველესიანია. ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ მცირე მეწარმეა .
"პირველების" ინფორმაციით, მას ჯერ ადვოკატი არ ჰყავს. ქალს ხვალ სასამართლოშო გადაიყვანენ და უფრო მეტი დეტალი სწორედ ხვალ გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის კი ცნობილია, რომ დაკავებულ ქალს გამოძიება "კრიმინალურ ავტიორიტეტებთან" მიმართვას ელოდება.
"პირველების" ინფორმაციით, ლალო გველესიანს მევალე თანხას არ უბრუნებდა, რის შემდეგადაც გადაწყვიტა, რომ საქმეში "კრიმინალური ავტორიტეტები" ჩაერთო და მათი მეშვეობით მიეღო კუთვნილი თანხა.
ხმაურიანი საქმეზე ასევე დაკავებულია ფრანგული გასაჭიმი ჭერის ხელოსანი - ხვიჩა ჯინჭარაძე 4 შვილის მამაა. მის ასაყვანად სპეცოპერაცია მისსავე სახლში ჩატარდა. მეზობლების თქმით, კაცი თავს სწორედ ხელოსნობით ირჩენს და ყოველდღე სამუშაოდ მის დისშვილთან ერთად დადიოდა.
- დღეს ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის არის ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე, რომელიც წლებია, საზღვარგარეთ იმყოფება.
- გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში.
- საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე.
- ირკვევა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით, მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს.