ბიზნეს-დავები "ქურდული წესებით" - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ფრანგული გასაჭიმი ჭერის ხელოსანია
ტერორი "კრიმინალური ავტორიტეტის" სახელით და ბიზნეს-დავები "ქურდული წესებით" - "პირველებმა" ხმაურიანი საქმის ახალი დეტალები გაარკვია.
როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, დაკავებულთა შორისაა ფრანგული გასაჭიმი ჭერის ხელოსანი - ხვიჩა ჯინჭარაძე 4 შვილის მამაა. მის ასაყვანად სპეცოპერაცია მისსავე სახლში ჩატარდა. მეზობლების თქმით, კაცი თავს სწორედ ხელოსნობით ირჩენს და ყოველდღე სამუშაოდ მის დისშვილთან ერთად დადიოდა.
4 შვილის მამა, ხელოსანია, ფრანგულ ჭერებს აკეთებს. კაცი მუშაობს. არაფერ კრიმინალურთან მას შეხება არ ჰქონია, რომელი ქურდი ეგ არის, ფრანგული ჭერების ხელოსანია. ყოველდღე დადის სამუშაოდ მის დისშვილთან ერთად", - ამბობენ მეზობლები.
ამ წუთებში ხვიჩა ჯინჭარაძესთან ადვოკატია შესული და მასთან ერთად ეცნობა ბრალის ოფიციალურ დადგენილებას. თუ რას ედავება უფრო კონკრეტულად პროკურატურა დაკავებულს, ეს მას შემდეგ აგხდება ცნობილი, რაც ადვოკატი წინასწარი მოტავსების იზოლატორს დატოვებს.
- დღეს ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის არის ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე, რომელიც წლებია, საზღვარგარეთ იმყოფება.
- გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში.
- საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე.
- ირკვევა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით, მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს.
29 დაკავებულიდან 1 ქალია. "პირელების" ინფორმაციით, მას ჯერ ადვოკატი არ ჰყავს. ქალს ხვალ სასამართლოშო გადაიყვანენ და უფრო მეტი დეტალი სწორედ ხვალ გახდება ცნობილი. ამ დროისთვის კი ცნობილია, რომ დაკავებულ ქალს გამოძიება "კრიმინალურ ავტიორიტეტებთან" მიმართვას ელოდება. "პირველების" ინფორმაციით, ქალს მევალე თანხას არ უბრუნებდა, რის შემდეგადაც გადაწყვიტა, რომ საქმეში "კრიმინალური ავტორიტეტები" ჩაერთო და მათი მეშვეობით მიეღო კუთვნილი თანხა.