"ივანიშვილი ალბათ ფიქრობს, რომ ძალიან თუ გაჭირდა თავის გუნდზე უარს იტყვის და გარანტიებზე დაიწყებს ლაპარაკს" - ეკა გიგაური

08.07.26 21:22
"ივანიშვილი ალბათ ფიქრობს, რომ ძალიან თუ გაჭირდა თავის გუნდზე უარს იტყვის და გარანტიებზე დაიწყებს ლაპარაკს" - ეკა გიგაური

"ივანიშვილი ალბათ ფიქრობს, რომ ძალიან თუ გაჭირდა თავის გუნდზე უარს იტყვის და თვითონ გარანტიებზე დაიწყებს ლაპარაკს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალო- საქართველოს" აღმასრულებელი ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა და "ოცნების" მხრიდან ევროპელი პარტნიორების უგულებელყოფაზე ისაუბრა.  

მისი თქმით, "ქართული ოცნების" წევრები სხვადასხვა მიზეზის გამო ყველაფერს ასრულებენ, რასაც ბიძინა ივანიშვილი მათ ეუბნება. ხოლო ივანიშვილი, სავარაუდოდ, მზად არის საჭიროების შემთხვევაში თავის გუნდზე უარი თქვას და დასავლელ პარტნიორებთან გარანტიებზე საუბარი დაიწყოს, მათ შორის გარკვეული საფასურიც გადაიხადოს. 

ამასთან, ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს საფასურის გადახდა მოუწევს ნელ-ნელა მოდის - "ვხედავთ, რომ რუსეთი სერიოზულად დასუსტდა". 

მოდი გავყოთ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" წევრები საბოლოოდ ასრულებენ იმას, რასაც ეუბნება მათ ბიძინა ივანიშვილი ბევრი მიზეზის გამო - ზოგი იმიტომ, რომ კორუფციაშია ჩართული და ეშინიათ, რომ დაიჭერენ, ზოგი იმიტომ, რომ რაღაც სარგებელს იღებენ მისგან, ზოგს უბრალოდ ეშინია, რაღაც მიზეზების გამო ეს ადამიანები უბრალოდ ასრულებენ ყველაფერს, რასაც ეს ადამიანი [ივანიშვილი] მათ სთხოვს. 

მეორე საკითხი არის თვითონ ბიძინა ივანიშვილი - ივანიშვილი ალბათ ფიქრობს, რომ ძალიან თუ გაჭირდა თავის გუნდზე უარს იტყვის და თვითონ გარანტიებზე დაიწყებს ლაპარაკს, რომელიც შეიძლება მიიღოს, ესეც მოლაპარაკების საგანია. კი, რა თქმა უნდა, გადაიხდის ამ საფასურსაც, როდესაც ეს მომენტი დადგება. ეს მომენტი ნელ-ნელა მოდის, მათ შორის გლობალურად რომ შევხედოთ, რეგიონში და ჩვენს გარშემო რა ხდება, ვხედავთ, რომ რუსეთი სერიოზულად დასუსტდა და დასავლეთი ძალიან ძლიერად გამოიყურება და განსაკუთრებით უკრაინა, დასავლეთი უკვე ძალიან აშკარად, დღესაც ვნახეთ იყო შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპსა და ზელენსკის შორის და აქაც ვითარება აბსოლუტურად სხვა არის. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ კარგად იციან რაც მოელით, რა თქმა უნდა ამაზე ნერვიულობენ, ვის უხარია რომ არის სანქციების ქვეშ...  მგონია, რომ რა თქმა უნდა ესენი ამას ხვდებიან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ მოსწონთ, მაგრამ აქეთ მხარეს არის ალბათ შიში," - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა