საქართველოში მცხოვრებ ირანელ აქტივისტებს სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებათ

09.07.26 13:51
საქართველოში მცხოვრებ ირანელ აქტივისტებს სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებათ

საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ - ადამიანებს, რომლებიც აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებათ. 

"პირველებმა" გაარკვია, რომ ირანის მოქალაქეების ნაწილს პასპორტის ვადები ეწურებათ, თუმცა საელჩო ახალი დოკუმენტების გაცემაზე უარს ამბობს. 

საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი ირანელი "პირველებთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საელჩოს მათი ფოტოები აქვს, ვინც აქციაზე იმყოფებოდა და მათ მომსახურებაზე უარს ამბობენ. 

საელჩო პასპორტს და ნებისმიერ დოკუმენტს არ გაძლევენ იმიტომ, რომ რეჟიმის და საელჩოს თვალში საზღვარგარეთ ყველა მომიტინგე დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს. როცა მიდიხარ საელჩოში გეუბნებიან, დაელოდეთ, მათ უნდათ შენი სახე შეადარონ იმ ფოტოებს და ვიდეოებს საელჩოს წინ გადაიღონ და თუ გაიგეს, რომ შენ აქციაზე იყავი, მომსახურეობას არ გაგიწევენ. ჩვენ ირანელები ვართ და ახლაც, უცხო ქვეყანაში უპატრონოდ ვართ," - განაცხადა მან. 

ერთ-ერთი ირანის მოქალაქე, რომელსაც დეპორტაცია ემუქრება იმან აღსარია, ის 2026 წლის მაისში დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნიდან აძევებენ. მისი ადვოკატი აღნიშნავს, რომ აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ იმან აღსარის პროტესტის გამო, მის დაცვის ქვეშ მყოფს ირანში დეპორტაციის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. 

უფლებადამცველის თქმით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში უკვე გაასაჩივრეს და განცხადებით მიმართა საწართველოს სახალხო დამცველსაც. 

ბატონი იმანის განმარტებით, იგი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი და სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას. მისი განცხადებით, გარემოებების გამო, ირანში დაბრუნების შემთხვევაში, მას სიცოცხლისა და უსაფრთხოების მიმართ რეალური საფრთხის არსებობის ეშინია. მან არაერთხელ მიმართა ირანის საელჩოს საქართველოში პასპორტის მისაღებად და ამბობდა, რომ მოქმედების ვადა იწურება, გაგრძელების მოთხოვნით მიმართა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტები ვერ მიიღო. 

გაძევება მოხდება, რადგან უკვე მიღებულია ეს გადაწყვეტილებაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ და ჩვენ ეს უკვე გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მე განცხადებით მივმართე საქართველოს სახალხო დამცველს, ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს, მის მიმართ მიღებული გაძევების გადაწყვეტილების კანონიერებას და საქმის შესაბამის გარემოებებსაც," - ამბობს იმან აღსარის ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები