"ქურდული გარჩევების" საქმე - ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმას და სხვა დაკავებულებს საპროცესო გაუფორმდათ

09.07.26 14:59
"ქურდული გარჩევების" საქმე - ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმას და სხვა დაკავებულებს საპროცესო გაუფორმდათ

ე.წ. ქურდული გარჩევების საქმე - ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმას, ლევან შუკაკიძეს და კიდევ 15  დაკავებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

როგორც სასამართლოდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, 16-ვე ბრალდებულმა თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. 

საპროცესოს პირობები ასეთია - მათ ვისაც პროკურატურა, "ქურდულ სამყაროს" წევრობას ედავება 1 წელი ციხე და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი. ასეთი 4 პირია. 

8 პირს, ვისაც "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერას ედავებიან - 6 თვე რეალური სასჯელი და 2 პირობითი. 

4 ბრალდებულს კი, ვისაც "ქურდული სამყაროსთვის" მიმართვას ედავენიან, 2 წელი პირობითი, ისინი დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ესენი არიან დავით გელაშვილი, ალეკო ხითარიშვილი, ლუკა სულაბერიძე და ალეკო ჩიტაშვილი.

მათ გათავისუფლების შემდეგ "პირველებთან" საუბარი არ ისურვეს და არცერთ კითხვას არ უპასუხეს. 

"პირველებთან" სასამართლო სხდომის შემდეგ ისაუბრა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ. 

საპროცესო შეთანხმება არის, როგორც ბრალდებულის ნების გამოვლენა, როგროც აღიარებით, ისე პროკურატურის დისკრეციული უფლება-მოვალეობა. შესაბამისად რის საფუძველზე უნდა გაფორმებულიყო - ბრალდებულმა გამოავლინა ნება-აღიარა დანაშაული და პროკურატურამ გამოიყენა მისი დისკრეციული უფლება-მოვალეობა. 

ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა "ქურდული სამყაროს" წევრობა. არავინ არავის ჯგუფის წევრი არ იყო. რომელ ბრალდებასაც ედავებოდა პროკურატურა, დამთავრდა სისხლის სამართლის საქმე, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ბრალდებულმა აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება"- განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ. 

16 პირის ვინაობა, ვინც ბრალი აღიარა: 

  • 1- ლუკა სულაბერიძე.
  • 2- ლევან შუკაკიძე. 
  • 3- გიორგი წიკლაური.
  • 4- გიორგი ჩადუნელი.
  • 5- რევაზ წამალაშვილი.
  • 6- დავით გელაშვილი. 
  • 7-ალეკო ხითარიშვილი.
  • 8-იოსებ გოგოსაშვილი.
  • 9- თამაზ პატაშური.
  • 10- თორნიკე ზარიძე.
  • 11 ავთანდილ  ფიცხელაური.
  • 12 რევაზ კარამანოვი.
  • 13 ალეკო ჩიტაშვილი.
  • 14 გიორგი ლობჟანიძე.
  • 15 გიორგი მელიქიშვილი.
  • 16 გერონტი ტუშური.

რა ხდება:

13 მაისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა - აღნიშნულ საქმეზე დამატებით შვიდ ადამიანს ბრალი წაუყენეს: ხუთს პენიტენციურ დაწესებულებაში, ორს კი საზღვარგარეთ დაუსწრებლად. 

დასახელდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძის სახელები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე მათგანი „პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“. ნოდარ შუკაკიძის გვარი შემდეგ პროკურატურამ საქმეში გააქრო. 

  • საქმის მასალებსი მიხედვით, „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას“.

საქმე სასამართლოში რამდენიმე ეპიზოდად დაიყო. ყველა მათგან წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

უფრო მეტი აღნიშნულ საქმეზე "შაბათის ეთერმა" გაარკვია: 

საქმე მათ შორის ეხება სასაფლაოების რეკეტსაც - 23 მაისს "შაბათის ეთერმა" აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მასალების ტომები და ფარული ჩანაწერები მოიპოვა, რომლის მიხედვიტაც ირკვევა, რომ გარდაცვლილებისთვის საფლავის გასათხრელად გადახდილი ფულიდან წილი უბნის მაყურებლებს მიჰქონდათ .

რეკეტის სათავეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ძმა, ლევან შუკაკიძე იდგა და გლდანის სასაფლაოზე ადგილების განაწილებას და მოპირკეთების სამუშაოებს ფულის სანაცვლოდ ზედამხედველობდა.  საბოლოოდ კი წილი ჯერ მასთან, შემდეგ კი სავარაუდოდ ე.წ. ქურდულ საერთოში  მიდიოდა.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, ნოდო "გლდანსკის" ძმას, რომელიც სასაფლაოების მაფიას მართავდა, ყავდა, სპეც წარმომადგენელი გლდანის სასაფოლაოზე.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, ფული ე.წ. ქურდულ საერთოშო სასაფლაოს მუშების მიერ მიღებული ანაზღაურებიდანაც მიდიოდა.

 

მსგავსი სიახლეები