"მიუტანე 1 სასკოლო ნივთი მათ, ვისაც დახმარება სჭირდება" - "დაიცავი ილიაუნი" განათლების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს 5 რეგიონს ეწვევა

09.07.26 16:17
"მიუტანე 1 სასკოლო ნივთი მათ, ვისაც დახმარება სჭირდება" - "დაიცავი ილიაუნი" განათლების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს 5 რეგიონს ეწვევა

"დაიცავი ილიაუნი" განათლების მხარდაჭერის მიზნით, 20 ივლისიდან საქართველოს ხუთ რეგიონს ეწვევა და ოჯახებს წიგნებსა და სასკოლო ნივთებს გადასცემს. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 13-დან 19 ივლისის ჩათვლით ილიაუნის A კორპუსში სასკოლო ნივთებს შეაგროვებენ

განცხადების მიხედვით, მოქალაქეებს, ვისაც სასკოლო ნივთების მიწოდება არ შეუძლიათ, შესაძლებლობა ექნებათ დახმარების მიზნით თანხა გადარიცხონ. 

ილიას განათლების გზის კალათა შენც შეგიძლია შეავსო!

მოიტანე ნებისმიერი სასკოლო ნივთი ილიაუნის A კორპუსში

13–19 ივლისის ჩათვლით

12:00-დან 21:00 საათამდე

20 ივლისიდან ჩვენი გუნდი რეგიონებისკენ გაემგზავრება. ჩვენი პირველი გასვლა სამეგრელოში იქნება, სადაც შეგროვებულ ნივთებს იმ ბავშვებსა და ოჯახებს გადავცემთ, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ.

გელოდებით დიდი გულითა და სავსე კალათით!

თუ ნივთების მოწოდება არ შეგიძლიათ, მათ თქვენ ნაცვლად ჩვენ შევიძენთ:

ბოგ: #GE41BG0000000609961292

მიმღები: ლიკა ბენდელიანი

თბს: #GE71TB7380245064300122

მიმღები: ლიკა ბუზალაძე" - წერს "დაიცავი ილიაუნი". 

მსგავსი სიახლეები