სეს-მა ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინა - ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს.
უწყების ცნობით, შემოწმებისას გამოვლინდა სხვა კრიტიკული შეუსაბამობები და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. შედეგად მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა.
ფიზიკური პირი ნ.თ. ( მისამართი: აბაშა, სოფ. მარანი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ხორცის და ხორცპროდუქტების (კუპატი) წარმოება-რეალიზაციას, მათ შორის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით.
შემოწმებისას გამოვლინდა სხვა კრიტიკული შეუსაბამობები და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი რეგისტრაციამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ," - წერია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
ერთ-ერთი (პოლიციელი ) მეუბნებოდა, რომ საკუთარი საფლავი უნდა ამომეთხარა - პირველი ინტერვიუ სერგი ყანჩელთან, რომელმაც ქვეყანა დატოვა
მისი თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე პირი სცემდა, იარაღითა და დანით ემუქრებოდა, საკუთარი საფლავის გათხრით აშინებდა