დააკავეს ორი პირი, რომლებიც სამარშრუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულები, რუსთავში, მოქალაქის კუთვნილი სამარშუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. ოპერატიული რეაგირების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.