ბათუმი ევროპის დღეებს მასპინძლობს - ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები უკვე შავი ზღვის ქალაქში არიან
ბათუმში ევროპის დღეები აღინიშნება - ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, პაველ ჰერჩინსკისთან ერთად შავი ზღვის ქალაქისკენ გაემგზავრნენ. ბათუმის ექსპერესი თბილისიდან გუშინ გავიდა.
„ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“ - ამ სახელწოდებით ღონისძიება დღესს ზუსტაად 12:00 საათიდან აიღებს სტარტს. სტუმრებს, ჰილტონ ბათუმში ელოდებიან.
ღონისძიებებზე დასწრება ყველასთვის უფასოა. ბათუმის ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, დისკუსიები და კულტურული აქტივობები. გაიმართება საბავშვო სპექტაკლები და ლაივ პოდკასტებიც. ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, დაანახონ საქართველოს მოქალაქეებს, როგორ აგრძელებს ევროკავშირიი ქვეყანაში ადამიანებისა და ბიზნესის მხარდაჭერას.