სოსო სიგუას ვერ პოულობს თურმე შსს, რომ ელ. სამაჯური შეაბან ცოლზე ძალადობისთვის - ბაია პატარაია
ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ახლად დაწინაურებული პოლიციელს, იოსებ სიგუას, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, ელექტრონული სამაჯურის ტარება ეკუთვნის, მაგრამ ეუბნებიან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ვერ პოულობს.
დღეს 8 საათი მოუნდნენ რისკების შეფასებას. რისკი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ელ. სამაჯური ეკუთვნის სიგუას. წავიდა ეკიპაჟი და მთელი ორი საათია მხოლოდ ის ვიცით, რომ ჯერ ვერ პოულობენ მოძალადეს. ანუ შსს ვერ პოულობს ამხელა სამმართველოს უფროსს… - წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია.
სოსო სიგუას ვერ პოულობს თურმე შსს, რომ ელ. სამაჯური შეაბან ცოლზე ძალადობისთვის. კაცი გუშინ დანიშნეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტმენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად…
ჯერ რამხელა ტრაგედიაა, რომ ამხელა თანამდებობაზე ნიშნავენ ტიპს, ვიზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. ანუ ცოლის მუდმივი ცემა არაა საკმარისი დანაშაული?
მაგრამ დაწინაურება იქეთ იყოს, ქალმა გუშინ რომ 112 გამოიძახა ოთხჯერ, მხოლოდ დღეს დილას მივიდა ეკიპაჟი გენინსპექციაში დარეკვის შედეგად. ანუ 112 თავისით არ მიდიოდა.
დღეს 8 საათი მოუნდნენ რისკების შეფასებას. რისკი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ელ. სამაჯური ეკუთვნის სიგუას. წავიდა ეკიპაჟი და მთელი ორი საათია მხოლოდ ის ვიცით, რომ ჯერ ვერ პოულობენ მოძალადეს. ანუ შსს ვერ პოულობს ამხელა სამმართველოს უფროსს…
მე მაინტერესებს, ამ ქალს ვინ დაიცავს. სიგუა დაკეტილ სახლში ადრეც დახვედრია ცოლს საცემრად. პოლიცია აქამდეც გამოუძახებია ამ ქალს ორჯერ და არანაირი არაფერი…
ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze, ახლა რომ დაყადაღებული საფარი • Sapariს იურისტთან ერთად ზის ეს ქალი საკუთარ სახლში და ვერ გაუგია რა ქნას, შენ იღებ მის უსაფრთხოებაზე პასუხუსმგებლობას?
განახლება: ღამის 01:20 წუთზე ელ. სამაჯური შეაბეს სიგუას. მობლენების განვითარების შესახებ, შეგატყობინებთ", - წერს ბაია პატარაია.
შეგახსენებთ, რომ იოსებ სიგუას მოქმედი ცოლი უმძიმეს ბრალდებას უყენებს. სოფია სიგუა - შატბერავა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მაღალჩინოსანი ქმარი მას "12-ე სართულიდან გადაგდებით", "კასრში ჩასმითა და დამარხვით" ემუქრებოდა. სოფია სიგუა კამერის წინ ჰყვება, რომ "იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა".
"შაბათის ეთერის" რესპოდენტი წინა კვირას ჰყვებოდა, რომ პოლიციელი მას ორსულობის დროსაც სცემდა.