სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ბრალდებით ძებნილი ნათესავი ბათუმის აეროპორტში დააკავეს
27 ივნისს თბილისში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ბრალდებით ძებნილი ნათესავი, ემინ ალიევი, ბათუმის აეროპორტში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
21 წლის ფატიმა კერიმოვას ცხედარი, თბილისში ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში, პოლიციამ 26 ივნისს, საღამოს აღმოაჩინა. ის 30 ივნისს დაკრძალეს აზერბაიჯანში.
საქმის მასალები - პროკურატურს განცხადება
- "ფატიმა კარიმოვა ცდილობდა დაეტოვებინა ემინ ალიევის მიერ ნაქირავები, მათი საერთო საცხოვრებელი ბინა, თუმცა აღნიშნულის საშუალება მას ემინ ალიევისაგან დამოუკიდებლად არ ჰქონდა, ვინაიდან ემინ ალიევი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს მისი სახლიდან გაშვების, სხვა პირებთან კომუნიკაციისა და კვებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც კი, რითაც ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვასთვის თავისი, როგორც მამაკაცის უპირატესობის დამტკიცებას უკანონოდ ცდილობდა.
- 2026 წლის 25 ივნისს, ღამის დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, ვარკეთილში, ევგენია მაისურაძის ქუჩა N45 ა-ში, N3 ბინაში ემინ ალიევმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით გაგუდა ფატიმა კარიმოვა", - წერს საქართველოს პროკურატურა.