თელავში არასრულწლოვანი დაჭრეს
თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს - შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის გამზირზე მოხდა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
მოზარდს დაზიანება ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაიწყო, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ.
როგორც მედია წერს, დაპირისპირებას წინ უძღოდა კორპუსის მცხოვრების მიერ ახალგაზრდებისთვის მიცემული შენიშვნა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს კი ერთ-ერთმა პირმა მეორე ცივი იარაღით დაჭრა.
17 წლის არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.