მედია: ნაცემია ქალი, რომელსაც ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ და ძვირფასეულობას სთხოვდნენ - რა მოხდა ქუთაისში

11.07.26 15:21
მედია: ნაცემია ქალი, რომელსაც ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ და ძვირფასეულობას სთხოვდნენ - რა მოხდა ქუთაისში

ქუთაისში ქალს ნიღბიანი პირები ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხნენ - ამის შესახებ ინფორმაციას  "ინფო იმერეთი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, თავდასმის შედეგად ქალს ცემის კვალი და სხეულზე დაზიანებები აღებიშნება. ის კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც "ინფო იმერეთს" ინფორმირებული წყარო უყვება, დაუდგენელი პირები ქალს თანხას და ძვირად ღირებულ ნივთებს სთხოვდნენ, თუმცა დაზარალებულმა მას წინააღმდეგობა გაუწია და თავდამსხმელებმა ვერაფრის წაღება ვერ მოახერხეს.

"ინფო იმერეთს" მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს - დამნაშავეების დაკავება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.