ბათუმში რუსი არტისტის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა

12.07.26 11:57
ბათუმში რუსი არტისტის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა

ხმაური იყო ღამით ბათუმში, ერთ-ერთ კლუბთან, სადაც რუსი შემსრულებლის კონცერტი მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტებმა არტისტის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებს ხელში საპროტესტო ბანერები ეჭირათ, რომელთაგან ერთზე ეწერა: „საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ.“