თბილისში მოტოციკლმა ტროტუარზე ხანდაზმული ქალი გაიტანა
თბილისში მოტოციკლი ტროტუარზე მოხუც ქალს დაეჯახა - შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ შეჯახების შემდეგ მოტოციკლის მძღოლი დაშავებულ ქალს დახმარებას არ უწევს, პირველადი დახმარება კი გამვლელებმა აღმოუჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
„პირველების“ ინფორმაციით, დაშავებული ხანდაზმული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.