რუსეთში საწვავის დეფიციტის გამო მასწავლებლებს ბენზინგასამართ სადგურებზე მორიგეობას ავალებენ
რუსეთში საწვავის დეფიციტი მწვავდება - მედიის ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში სკოლის მასწავლებლებს შვებულების პერიოდში ბენზინგასამართ სადგურებზე მორიგეობას ავალებენ, რათა საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო მძღოლები დაამშვიდონ.
გავრცელებული ცნობებით, სანაცვლოდ პედაგოგებს უფასო ჩაისა და ყავას სთავაზობენ, უარის შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
მედიის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურებზე ე.წ. „მოხალისეებს“ პსკოვის ოლქშიც ეძებენ.
მეგობრისგან შშმ ბავშვი წამოვიყვანე, ცნობაც წამოვიღე. ახლა წავალ და საწვავს ურიგოდ ჩავისხამ. ეს არის ლაიფხაკი, - ამბობს რუსეთის მოქალაქე ვიდეოჩართვაში.