ინფრასტრუქტურის მინისტრი: ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება
ინფრასქტურის მინისტრი, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში, ჩავიდა, ირწმუნება, რომ თელავში სტიქიის დროს დამბებმა თავისი ფუნქცია შეასრულა და მომხდარის პოლიტიკურ სპეკულაციად გამოყენება დაუშვებელია.
რევაზ სოხაძე ამბობს, რომ მდინარის დამბები ბოლოს 2021 წელს რეაბილიტირდა, ხოლო სტიქიის გამომწვევ მიზეზებს უახლოეს დღეებში სპეციალისტები შეისწავლიან.
2015 წელს გაიწმინდა, ბოლოს 2021 წელს ჩატარდა ამ დამბებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მე, ზოგადად, არ მესმის როგორ შეიძლება, ოპონენტებმა ისარგებლონ სტიქიური უბდურებით და სპეკულაციისთვის გამოიყენონ ეს. ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება, სამწუხაროდ, ჩვენთანაც მოხდა თელავში, ეს არის სტიქია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და საპრევენციო ღონისძიებები მაქსიმალურად ყველგან ტარდება, თუმცა მიუხედავდა ამისა, დაზღვეული მაინც არასდროს ვართ ხოლმე სტიქიისგან.
ამ დამბებმა შეასრულა თავისი ფუნქცია ამ სტიქიის დროს და თუ უფრო დეტალურად გნებავთ, გაიგოთ, რატომ მოხდა ეს, უახლოეს დღეებში სპეციალისტების ჩართულობით გვეცოდინება, თუმცა აქ დამბები ნამდვილად არაფერ შუაშია.
თუ სადმე რაიმე არის კანონდარღევით აშენებული ან თუნდაც გარკვეული საფრთხის შემცველია ის შენობა-ნაგებობები,რ ომელიც არის აშენებული, რა თქმა უნდა, ამაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური რეაგირება, - ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი.
ლიერმა წვიმამ თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოიყვანა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.
ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, წყალი საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებში შევიდა. დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. უხვმა ნალექმა ავტომობილებიც დააზიანა.
ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. ზოგიერთი საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი ამ დროისათვის უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები.