რატომ დაიტბორა თელავი - ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ მოქალაქეები და რას ამბობენ "ოცნებაში"

12.07.26 20:18
რატომ დაიტბორა თელავი - ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ მოქალაქეები და რას ამბობენ "ოცნებაში"

თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამე მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ, გადაუღებელ წვიმაში გაათენეს და მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ძლიერმა წვიმამ თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოიყვანა, რის შედეგადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები და სამედიცინო დაწესებულებები, დაზიანდა ავტომობილები, ხოლო ადიდებულმა წყალმა ქუჩები ქვა-ღორღით დაფარა და ხეები მოგლიჯა. ქალაქის დიდ ნაწილს ამ დრომდე ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

მოსახლეობის ნაწილი მომხდარს ხელისუფლების უყურადღებობასა და კორუფციულ გარიგებებს უკავშირებს. მათი განცხადებით, თელავის ხევის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მსგავსი მასშტაბის წყალმოვარდნა ბოლოს 1977 წელს დაფიქსირდა, წლების განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გასხვისდა და მასზე კომერციული ობიექტები აშენდა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები