ბიზნეს რეკეტის საქმე - დავით მირცხულავა გამამართლებელ განაჩენს "ოცნებასა" და ფარცხალაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირებს
სკანდალური ბიზნესრეკეტის საქმის სამწლიანი სასამართლო განხილვა დასრულდა. ფოთის მეტალურგიული ქარხნის მფლობელი დავით მირცხულავა სასამართლომ სრულად გაამართლა. ბიზნესმენის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის მხილების შემდეგ დასრულებული პროცესი ადასტურებს, რომ პროკურატურის ბრალდებები უსაფუძვლო იყო. სასამართლოს შეფასებით, ფინანსური პოლიციის მიერ ამოღებული დოკუმენტები წარდგენილ ბრალდებებს ვერ ადასტურებდა.
პროკურატურა დავით მირცხულავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებოდა. ამ ბრალდების საფუძველზე ბიზნესმენმა და მისმა ახლობლებმა ცხრა თვე პატიმრობაშიც გაატარეს. მირცხულავა ამტკიცებს, რომ თავისუფლების სანაცვლოდ არაერთხელ სთხოვდნენ ბიზნესში წილების დათმობას, ხოლო უარის შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდა.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ფინანსური პოლიციის ჩართულობით დაწყებული გამოძიება მის წინააღმდეგ ორგანიზებული ბიზნესრეკეტის ნაწილი იყო. დავით მირცხულავას განცხადებით, ზეწოლის უკან ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა იდგნენ, რომლებიც, მისი თქმით, არაფორმალური გავლენების გამოყენებით ბიზნესში წილის დათმობას აიძულებდნენ.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.