ჩემთან ქიშპობის და კბენების დრო არ არის - სააკაშვილის მიმართვა ოპოზიციას
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი „განმათავისუფლებელი წინააღმდეგობის მოძრაობის“ შექმნაა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
სააკაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა და უთხრა, რომ ახლა ქიშპობის და ინტრიგების დრო არ არის.
"მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული, განმანთავისუფლებელი პლატფორმა მოგვიტანს იმას, რასაც ჰქვია ნამდვილი თავისუფლება და ნამდვილი პროგრესი", - თქვა მესამე პრეზიდენტმა სხდომაზე.
როცა რუსეთი დაიშლება. ის გადაიქცევა მრავალ ერთეულად ბანდების.ჩვენ ამ ნანგრევებში არ უნდა მოვყვეთ. უკრაინა უკვე ევროკავშირში იქნება და მას რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაციაა ჩვენი დახმარების?
საფრთხეები არის მაღალი თუ აქ წინააღმდეგობის განმანთავისუფლებელი მოძრაობა არ შეიქმნება.
თუ ჩვენ ხელი არ გავანძრიეთ, ჩვენ პატრონი არავინ აღმოჩნდება. მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული, განმანთავისუფლებელი პლატფორმა მოგვიტანს იმას, რასაც ჰქვია ნამდვილი თავისუფლება და ნამდვილი პროგრესი.
რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იქნება არჩევნები, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ ოპოზიციურ კოლეგებიდან, დავანებოთ თავი, კბენებს, ინტრიგებს და სხვადასხვა რაღაცებს, მითუმეტეს ჩემთან ქიშპობას. მე კონკრეტულ ისტორიულ მომენტში შევძელი ის, რაც შევძელი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოს ისტორიაში, გადახედეთ მთელ ისტორიას და კიდევ შევძლებ, ამაზე ბევრად მეტს და ვერც ვერავინ შემიშლის ხელს ჩვენი დამპყრობლის და მტრის გარდა. რაც შეეხება დანარჩენებს, მხოლოდ მივესალმები, რომ შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში და მაქსიმალურად ფართო ფრონტი გავშალეთ. თუ ისინი არ არიან წინააღმდეგობის და გათავისუფლების მოძრაობის ნაწილი დღეს, ხვალ ვერანაირად ვერ იქნებიან პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ეს არის რეალობა. მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, განმათავისუფლებელი პლატფორმა მოგვიტანს ნამდვილ წინსვლას, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მესამე პრეზიდენტმა სასამართლოს მიმართა, რომ 7 ნოემბრის საქმის გაჭიანურება შეწყვიტონ.
„შეწყვიტეთ საქმის გაჭიანურება და ჩაატარეთ, თუნდაც დღე გამოშვებით, როგორც ტარდება ის მეორე ცირკი [ე.წ. საბოტაჟის საქმე]. თუ ტელეფონების აკრძალვა გინდათ, ისედაც აკრძალავთ. თუ დროის გაჭიანურება გინდათ, რაღაც ახალს მოიგონებთ. მეშვიდე წელია ატარებთ პროცესს, რომელიც შეგეძლოთ დაგემთავრებინათ ორ თვეში. ეს ცირკი, უთხარით თქვენს პატრონს, რამენაირად მიაწვდინეთ ხმა ივანიშვილს, რომ ეს უკვე წარსულის თეატრში ხდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.