აზერბაიჯანელმა ინვესტორმა კალაძეს თბილისის წისქვილკომბინატის დანგრევის უფლების მისაღებად მიმართა
აზერბაიჯანელმა ინვესტორმა კალაძეს თბილისის წისქვილკომბინატის დანგრევის უფლების მისაღებად მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია მერიის არქიტექტურის სამსახურის გვერდზე იძებნება.
მოსკოვის გამზირის 15 ნომერში წისქვილკომბინატის ტერიტორია "ივერია ჰაუსს", ეკუთვნის რომელის მფლობელიც აზერბაიჯანელი ბიზნესმენია.
№5 წისქვილკომბინატი (სილო) თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინდუსტრიული ძეგლია. მისი დანგრევისთვის მფლობელი სპეც. ტექნიკის გამოყენების უფლებას ითხოვს.
თავდაპირველად პროექტით გათვალისწინებული იყო მხოლოდ ხელით დემონტაჟი, თუმცა სამუშაოების ეფექტურად და უსაფრთხოდ შესრულების მიზნით დამატებით გათვალისწინდა მექანიზებული საშუალების გამოყენება," - წერია განცხადებაში.