კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე კელიების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების უნებართვო მშენებლობა სააგენტოს გაფრთხილების საფუძველზე შეჩერებულია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოპერატიულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე კელიების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს," - წერია განცხადებაში.