სტიქია კახეთში და "ოცნების" აღიარება
აღიარებაა უმძიმესი სტიქიის შემდეგ - ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ თელავში ვარდოშვილის ქუჩაზე, მშნებლობის ნებართვები არასოწორედ გასცეს. ვინ არის ახლა პასუხისმგებელი ათასობით მოქალაქის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისთვის - ეს კობახიძეს აღარ დაუკონკრეტებია.
ვინ გასცა თელავის ხევში კომერციული ფართების ასაშენებლად ნებართვები და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? - ამ კითხვას ახლა პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ვარდოშვილის ქუჩაზე კომერციული მიზნებისთვის თელავის ხევის კალაპოტი დაავიწროეს, წყლის ნაკადმა შენობებს საძირკველი გამოაცალა და ნგრევის საფრთხის წინაშე დააყენა. საფრთხე წლებია არსებობს, თუმცა სახიფათო ზონაში, მშენებლობას მშენებლობა ემატება.
მეორე დღეა თელავში სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება, შემზარავი კადრები თელაველებისთვის ბოლო ნახევარ საუკუნეში ყველაზე მძიმე 12 ივლისს ასახავს, როცა ცენტრალური ქუჩები სტიქიამ ფაქტობრივად გაანადგურა. მიუხედავად იმისა რომ ბოლო 24 საათია გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ჯერ ქუჩები ქვა-ღორღისგან სრულად მაინც ვერ გაიწმინდა.