დახურული პროცესი დაზარალებულის გარეშე - რატომ არ შეუშვეს გურამ როგავა და ზვიად მაისაშვილი საკუთარ პროცესზე
ტყუილში პროკურორი დაზარალებულმა ჟურნალისტმა ინტერვიუს მიცემის დროს ამხილა. სახელმწიფო მბრალდებელი ირწმუნებოდა, რომ მოსამართლე მახარობლიძე დაზარალებულები სხდომაზე დაგვიანების მიზეზით არ შეუშვა. თუმცა გაირკვა, რომ როცა სხდომათა დარბაზთან გურამ როგავა მივიდა პროცესი გახსნილი არ ყოფილა. სხდომაზე ბრალდებულებიც კი არ ჰყავდათ შეყვანილი.
სპეცრაზმელების საქმის პროკურორს არც იმის თქმა შეუძლია დაზუსტებით, რომ დაზარალებულებს შემდეგ სხდომაზე შეუშვებენ დარბაზში და დახურული საქმეზე დასწრების უფლებას მისცემენ. გიორგი ნადირაძემ 20-წუთიანი პროცესის შემდეგ ვერცერთი არგუმენტი ვერ დაგვისახელა მედიის წარმომადგენლებს იმის დამადასტურებლად, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ საქმეში მყარი მტკიცებულებები აქვთ.
ის, რომ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმის მასალები მხოლოდ მაკულატურაა - ამის სადემონსტრაციოდ დაზარალებულმა სასამართლოში თეთრი ფურცლები მიიტანა.