გარე მოვაჭრეების პროტესტი - თბილისის მერიამ მოქალაქეებს წამმზომი ჩაურთო

13.07.26 20:58
გარე მოვაჭრეების პროტესტი - თბილისის მერიამ მოქალაქეებს წამმზომი ჩაურთო

გარე მოვაჭრეების პროტესტი - სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ მათთან მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და დაემუქრნენ, რომ თუ დახლებს ღამის 12 საათამდე არ დააცარიელებენ, დილით ადგილზე აღარაფერი დახვდებათ. 

აღნიშნული პირები, ერთი წლის წინ დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე მუშაობდნენ. მოქალაქეები იხსენებენ, რომ მათ ხელისუფლება ახალ ბაზარს დაპირდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ის ტერიტორია ჯერ გაწმენდილიც არ არის. 

გარე მოვაჭრეები განმარტავენ, რომ აქედან მიღებული თანხა მათი საარსებო შემოსავალია და დახმარებას ითხოვენ. 

მოსულან ქალებთან და უთქვამთ, რომ ამაღამ 12 საათის მერე თუ არ აალაგებთ წავიღებთ ყველაფერსო და ჩვენ მეტი ადგილი არ გვაქვს, რა ვქნათ, სად წავიდეთ, ესაა ჩვენი საარსებო წყარო. 

როცა ჩვენი ბაზარი დაიწვა, კალაძე დაგვპირდა, რომ ერთ წელში ბაზარს აგვიშენებდა, ერთი წელი გავიდა და გაწმენდილიც არ არის ბოლომდე, აშენება ხომ დაწყებული არ არის. ესაა ჩვენი არსებობს წყარო... წამალში არ გვყოფნის ფული," - ამბობს ერთ-ერთი გარე მოვაჭრე.