უკრაინის მორიგი იერიში - რუსეთში დრონით თავდასხმის შედეგად, იწვის „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

14.07.26 10:10
უკრაინის მორიგი იერიში - რუსეთში დრონით თავდასხმის შედეგად, იწვის „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

1400 კილომეტრი უკრაინის საზღვრიდან - უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში ერთ-ერთი ყველაზე შორეული და დამანგრეველი დარტყმა განახორციელეს. რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში „გაზპრომის“ გიგანტური ნავთობკომპლექსი,  “გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“  რომელიც წელიწადში 10 მილიონ ტონა ნედლეულს ამუშავებს, დილიდან ცეცხლის ალშია გახვეული.

ბოლო საათებში კვამლში გაეხვა კრასნოდარის მხარეში მდებარე „აფიპსკის“ ნავთობქარხანაც. ანალიტიკოსების მოსაზრებით, უკრაინული უწყვეტი დარტყმები ადასტურებს. რომ რუსეთის ტერიტორიაზე ხელშეუხებელი არც სამხედრო და არც  ეკონომიკური ობიექტები აღარ არსებობს.