სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” “მორალური ზიანის ასანაზღაურებლად” 10 000 ლარით გადახდა დააკისრა.
ხაინდარავამ ტელეკომპანია "ფორმულას" 17 იანვარს გასული სიუჟეტისთვის უჩივლა. ფორმულას სიუჟეტში საუბარი იყო იმაზე, რომ 2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სუს-თან შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა.
"მედიაჩეკერის" ინფორმაციით, გოგა ხაინდრავას საქმის არსებითი განხილვისას განაცხადა, რომ ის ამ ფულს იმ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნისთვის გამოიყენებს, რომელიც "მედია ტერორისგან დაიცავს მოქალაქეებს"