"ნეიტრალური საქართველოს" წევრებმა სასამართლოში ჩვენებები კალასის, კოსის, ფონ დენ ლაიენის და დეგნანის წინააღმდეგ მისცეს

14.07.26 17:20
"ნეიტრალური საქართველოს" წევრებმა სასამართლოში ჩვენებები კალასის, კოსის, ფონ დენ ლაიენის და დეგნანის წინააღმდეგ მისცეს

 

 

ჩვენები კაია კალასის, მარტა კოსის, ურსულა ფონ დენ ლაიენის და კელი დეგნანის წინააღმდეგ - ოპოზიციონერი ლიდერებეს დახურული სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია მედიასთან გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ გამოიტანა.

უფლებადამცველის თქმით, დრევანდელ სხდომაზე, "ნეიტრალური საქართველოს" წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა სწორედ ჩამოთვლილი დასავლელელი დიპლომატები დაასახელა  დანაშაულში მონაწილე ფიგურანტებად და ამტკიცებდა,  კოსი, დეგნანი, ფონ დენ ლაიენი და კალასი არიან "აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერები და თანამოაზრეები". 

მას მიაჩნია, რომ ეს ადამიანები არიან საერთაშორისო დანაშაულებრივი, აგენტურული ქსელის წევრები, რომლებიც გეგმავდნენ და მონაწილოებდნენ ანტიქართულ მოქმედებაში და ამაში ხელს უწყობდნენ ადგილობრივი ქართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - თქვა ომარ ფურცელაძემ.

ადვოკატის თქმით, "ნეიტრალური საქართველოს" წევრები მტრულ ძალად და სახელმწიფოდ აშშ-ს ასახელებენ, ასევე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად მიიჩნევენ "სი აი ეის". 

ბრალდების მხარეს დაწყებული აქვს გამოძიება და აწარმოებს საქმეს 319-ე მუხლით, ანუ უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და ამ მტრულ ძალად და სახელმწიფოდ მიაჩნიათ აშშ. 

ეს ფაქტი დაადასტურა სამმა მოწმემ, რომელიც სასამართლოში იკითხებოდა დღეს, მათ შორის მათ სახელობით ჩამოთვალეს ის ადამიანები, საერთაშორისო დიპლომატიური და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც მიაჩნიათ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად. მათ შორის ერთ-ერთმა მათგანმა, ბატონმა ლევან ნიკოლეიშვილმა სასამართლოს მისცა ჩვენება რომ ამ აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერები და თანამოაზრე გახლდათ ურსულა ფონ დენ ლაიენი, კაია კალასი და ასევე მთხოვა რომ არ გამომრჩენოდა ქალბატონი მარტა კოსი. მას მიაჩნია, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან საერთაშორისო დანაშაულებრივი, აგენტურული ქსელის წევრები, რომლებიც გეგმავდნენ და მონაწილოებდნენ ანტიქართულ მოქმედებაში და ამაში ხელს უწყობდნენ ადგილობრივი ქართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. 

სასამართლოს წინაშე გამოკითხულია სამი მოწმე და  ისინი არიან განმცხადებელებიც, რომელთა განცხადებების საფუძელზე დაიწყო გამოძიება და ისინი ამბობენ, რომ ამ დანაშაულში (თუ საერთოდ დანაშაულია) მონაწილე ფიგურანტები მონაწილეები არიან, ურსულა ფონ დენ ლაიენი, კაია კალასი, მარტა კოსი და კელი დეგნანი. ასევე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად ისინი მიიჩნევენ "სი აი ეის", როგორც ერთ-ერთ მონაწილე ორგანიზაციას", - აცხადებს ომარ ფურცელაძე. 

  • ცნობისთვის, სწორედ "ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლების განცხადების საფუძველზეც დაიწყო საქმის წარმოება პროკურატურამ. 

გამოძიების ეტაპზე, ჩვენებებში, რომელიც "პირველებს" ჰქონდა მოპოვებული,  ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი  უმტკიცებენ პროკურატურას, რომ "ოცნების" დასანქცირების მიზნით, დასავლეთში გაგზავნილი წერილები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებები კი მოღალატეობრივია.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები