"პირველებმა" გაარკვია იმ ქალის ვინაობა, რომელიც აშშ-ში გასამგზავრებლად ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით დააკავეს

14.07.26 18:13
"პირველებმა" გაარკვია იმ ქალის ვინაობა, რომელიც აშშ-ში გასამგზავრებლად  ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით დააკავეს

"პირველებმა" გაარკვია იმ ქალის ვინაობა, რომელიც აშშ-ში გასამგზავრებლად  ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით დააკავეს - დაკავებულია ნათია ძნელაშვილი

პროკურატურის ცნობით, ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა და დაახლოებით 500-მდე სავარაუდოდ გაყალბებული დოკუმენტი ამოიღეს.

ადვოკატი "პირველებს" ეუბნება, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოვლენილია ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ყალბ ისტორიებს და დოკუმენტაციას უქმნიდნენ.

უწყება ამბობს, რომ ბრალდება კიდევ 4 პირს წარედგინა.

მანამდე მსგავს საქმეზე პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა და კიდევ ექვსის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, დაკავებულია 1 პირი, 2 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. ასევე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ, რომელიც პროკურატურის ცნობით, აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. 

მსგავსი სიახლეები