ექიმი ზურა ჯაფარიძის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს

15.07.26 15:11
ექიმი ზურა ჯაფარიძის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს

 

 

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული მრავლობითი ტრავმის მიუხედავად, კლინიკურად მნიშვნელოვანი დაზიანებები არ გამოვლენილა, თუმცა მას თავის ტვინის შერყევა და ნაწილობრივი მეხსიერების დაკარგვა აღენიშნება.

შემოსვლისას აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმული დაზიანებები. გადმოცემით, ტრავმა მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ჩატარდა შესაბამისი გადაუდებელი კვლევები. კლინიკურად მნიშვნელოვანი დაზიანებები, საბედნიეროდ, არ გამოვლინდა. აქვს თავის ტვინის შერყევა, აქვს კიდურების მრავლობითი დაზიანება. აქვს ე.წ. რეტროგრადული ამნეზია ანუ მეხსიერების ნაწილობრივი ამოვარდნა, რაღაც პერიოდს ვერ იხსენებს, - ამბობს მედიკოსი. 

ცნობისთვის,  ზურა ჯაფარიძე სკუტერით გადაადგილდებოდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.

მძღოლის შესახებ, რომელიც პოლიტიკოსს დაეჯახა, ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც "პირველების" კორესპოდენტი კლინიკიდან იტყობინება, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი პოლიციელებმა უკვე გამოკითხეს. 

ამავე თემაზე: 

 

მსგავსი სიახლეები